saqarTvelos mdinareebi - Cxerimela

ტერიტორიული ერთეულები ხარაგაულის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები
სათავე ლიხის ქედი
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 490 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 11.6 მ³/წმ

 

მდინარე ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ძირულის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1150 მ. სიგრძე 39 კმ. აუზის ფართობი 490 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე თოვლის დნობის შედეგად, შუა თებერვლიდან ივნისის დასაწყისამდე. ზაფხულსა და ზამთარში წყალმცირობაა, ხოლო შემოდგომაზე - წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 13,6 მ3/წმ.